ჩვენთან განთავსებულ პროდუქციასზე ვრცელდება მომწოდებლის ოფიციალური გარანტია, 1-დან 3 წლამდე ვადით.
შესაძლო გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ საგარანტიო პირობებს
საგარანტიო პირობები:
საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის შეკეთებას, მასზე მოქმედი საგარანტიო პირობების და პერიოდის შესაბამისად.
საგარანტიო მომსახურეობა ხორციელდება ავტორიზებულ სერვის ცენტრებში.
საგარანტიო პერიოდი იანგარიშება ნივთის გაყიდვის დღიდან.
გარანტია ვრცელდება ტექნიკის იმ დაზიანებაზე, რომელიც განპირობებულია ტექნიკური წუნით.
საგარანტიო სერვისის მისაღებად სერვის ცენტრში უნდა წარადგინოთ საგარანტიო ტალონი.
საგარანტიო ტალონი უნდა მოიცავდეს: ნივთის დასახელებას და მოდელს, სერიულ ნომერს, მყიდველის ვინაობას, შეძენის თარიღს, პასუხისმგებელი თანამშრომლის სახელს და ხელმოწერას. წინააღმდეგ შემთხვევაში საგარანტიო მომსახურეობა არ განხორციელდება.
საგარანტიო მოწყობილობა მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს სრული შეფუთვით, კომპლექტაციით და მექანიკური დაზიანების გარეშე.
საგარანტიო სერვისის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელი წინასწარ უნდა დაუკავშირდეს ჩვენს ოპერატორს.
შეკეთების ვადა, მწარმოებლის მიერ დადგენილი წესების თანახმად, განისაზღვრება შესაკეთებელი მოწყობილობის ავტორიზებულ სერვის ცენტრში წარდგენიდან 30-45 დღის განმავლობაში.
საგარანტიო მომსახურება არ განხორციელდება თუ:
გასულია საგარანტიო ვადა.
არ არის წარმოდგენილი საგარანტიო ტალონი.
საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია ან გადაკეთებულია.
საგარანტიო ტალონში და მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი.
მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური და მექანიკური დაზიანება ან დეფექტი.
მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნ(ებ)ით, არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის.
დაზიანება გამოწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილება), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების/პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირის მიერ ჩატარებული არაკვალიფიციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგად.